ქართველმა დიპლომატებმა ესტონეთში საფეხბურთო ტურნირი მოიგეს

© Photo: courtesy of Sportpromotion დიპლომატების თასი. გამარჯვებული - საქართველოს საელჩოს გუნდი
დიპლომატების თასი. გამარჯვებული - საქართველოს საელჩოს გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალური მატჩი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ერთხელ დიპლომატებმა შეხლა-შემოხლაც მოაწყვეს

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ყოველწლიური საქველმოქმედო საფეხბურთო ტურნირი Diplomat Cup ესტონეთში პირველად საქართველოს საელჩოს გუნდმა მოიგო — დიპლომატებმა თასისთვის ბრძოლაში პენალტების დაძაბულ სერიაში ფინალში სომხეთს მოუგეს, იუწყება „Sputnik-ესტონეთი“.

გადამწყვეტი კავკასიური დაპირისპირება უკიდურესად დაძაბული გამოდგა, როგორც შარშან, შეხლა-შემოხლის გარეშე მას წელსაც არ ჩაუვლია. სომხეთის მოთამაშის წინააღმდეგ უხეში ფოლის გამო მოედანზე ქომაგებიც გამოცვივდნენ. თუმცა, ორივე გუნდმა თითო წითელი ბარათი მიიღო, მოთამაშეები დაშოშმინდნენ, მაგრამ საქართველოსთვის, რომელიც იმ დროისათის 1:0 იგებდა, დანიშნული საჯარიმო დარტყმა გატანილ გოლად იქცა.

© Photo: courtesy of Sportpromotionდიპლომატების თასი. ფინალი: საქართველო-სომხეთი
Кубок дипломатов. В финале играют команды Армении и Грузии - Sputnik საქართველო
დიპლომატების თასი. ფინალი: საქართველო-სომხეთი

საბოლოო ჯამში, გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. მოთამაშეები პირველ აცილებამდე ურტყამდნენ, სომეხი ფეხბურთელი მხოლოდ მეხუთე დარტყმაზე შეცდა. მისი ქართველი ოპონენტი უფრო ზუსტი აღმოჩნდა და საქართველომ, რომელიც ყოველ წელს დიპლომატების თასისკენ მიისწრაფოდა, ოცნება რეალობად აქცია. ტალინის ვიცე-მერმა ვადიმ ბელობროვცევმა ქართველი დიპლომატების გუნდს ნანატრი ჯილდო გადასცა, ხოლო ქართველი მოთამაშეებისა და მხარდაჭერის ჯგუფის სიხარულს, რომლების „საქართველოს“ სკანდირებდნენ, საზღვარი არ ჰქონდა.

ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, Diplomat Cup-ის არაერთგზის მონაწილე დავით დუიშვილმა უამბო „Sputnik-ესტონეთს“, რომ საქართველოს საელჩოს გუნდი ყოველთვის თამაშობს ამ ტურნირზე, რადგან ფეხბურთის გარეშე ქართველებს არ შეუძლიათ: „საქართველოს ისტორიული საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია, და ფეხბურთში ჩვენი მიღწევები ამას ადასტურებს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას ვიცავთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“. დუიშვილმა ის ფაქტიც აღნიშნა, რომ ტურნირი საქველმოქმედოა (ტურნირის შემოსავალი ესტონეთის ერთ-ერთ ბავშვთა სახლს მოხმარდება), და სპონსორებს მომავალშიც ღონისძიების აქტიური ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

© Photo: courtesy of Sportpromotionტალინის ვიცე-მერმა ვადიმ ბელობროვცევმა ქართველი დიპლომატების გუნდს ნანატრი ჯილდო გადასცა
Вице-мэр Таллинна Вадим Белобровцев вручает кубок капитану грузинской команды - Sputnik საქართველო
ტალინის ვიცე-მერმა ვადიმ ბელობროვცევმა ქართველი დიპლომატების გუნდს ნანატრი ჯილდო გადასცა

დავითის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველო საერთაშორისო არენაზე სეროზულ შედეგებს არ აჩვენებს, ქართველებს ფეხბურთის ინტერესი მაინც არ დაუკარგავთ. „ჩვენ გვქონდა დიდებული 1980-იანები, შემდეგ, ალბათ, პატარა პაუზა ავიღეთ. ახლა საქართველოში ძალიან კარგი ფეხბურთელების პლეადა იზრდება, და იმედი მაქვს, რომ მალე ფეხბურთის ელიტაში დავბრუნდებით“, — განაცხადა დუიშვილმა.

დავით დუიშვილმა ზაქარია ბეგლარიშვილზეც ისაუბრა, რომელიც „ფლორაში“ თამაშობს და 2017 წელს გუნდთან ერთად ესტონეთის ჩემპიონი გახდა. „ზაქარია — ჩვენი ახლო მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ესტონური ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველია. ზაქარია ესტონეთში შვიდი წელია თამაშობს და თავისი ოსტატობით ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ხოლო გასული სეზონი, ვფიქრომ, მისი პიკი გახდა“.

© photo: Sputnik / Denis Pastuxovსაქართველოს საელჩოს გუნდის მოთამაშე დავით დუიშვილი
Игрок команды посольства Грузии Давит Дуишвили - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩოს გუნდის მოთამაშე დავით დუიშვილი

გამარჯვებულმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ის თავად რუსთავიდან არის, მადრიდის „რეალის“ ფანია, მაგრამ თბილისის „დინამოს“ ერთგულია.

ესტონური „დიპლომატების თასის“ არსებობის რვა წლის განმავლობაში ვერც ერთმა გუნდმა ორჯერ ვერ გაიმარჯვა. ტურნირის პირველი გამარჯვებულები 2012 წელს იტალიელები გახდნენ, შემდეგ თასი მოიგეს უკრაინამ, რუსეთმა, თურქეთმა, რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტი), ტალინმა, სომხეთმა და ახლა საქართველომ. „Sputnik-ესტონეთი“ თვალს მიადევნებს ამ საქველმოქმედო ღონისძიებას, და 2019 წელს გამოჩნდება, შეძლებს თუ არა Diplomat Cup-ის რომელიმე მონაწილე მეორედ თასის აღებას.


ყველა ახალი ამბავი
0