„აფბა“: საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს
„ჩვენ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე საგზაო დეპარტამენტის მხრიდან მოწოდებულ დოკუმენტაციაში ნათლად ჩანს, რომ ახალი პროექტით გზების მშენებლობა რამდენიმე მილიონი ლარით ნაკლები ჯდება, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან დღემდე ყველა ოფიციალურ წყაროში არსად არის ნახსენები თანხების დაზოგვის შესახებ“, — აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.
ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთს აშენებს. პროექტის ღირებულება 254 მლნ ლარია.