თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა European Judo Open-ის ტურნირზე, რომელიც ობერვარტში (ავსტრია) გაიმართა, ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საინტერესოა, რომ ოთხივე ჯილდო ქართველმა სპორტსმენებმა ორ მძიმე წონით კატეგორიაში მოიპოვეს. ონისე სანებლიძე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გახდა გამარჯვებული, ონისე ბუღაძემ კი ტურნირი +100 კგ წონით კატეგორიაში მოიგო.
გარდა ამისა, დავით ოზბეთელაშილმა (-100 კგ) ბრინჯაო მოიპოვა, გიორგი ქავთარაძემ (+100 კგ) კი მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირის საერთო გუნდურ ჩათვლაში აზერბაიჯანის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელსაც აქტივში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერებს, ისინი დიუსელდორფის გრან-პრისთვის ემზადებიან, რომელიც 23-25 თებერვალს გაიმართება.