ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე ლოკალიზებულია

© Sputnik / Denis Aslanovხანძარი აღმაშენებელზე
ხანძარი აღმაშენებელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე კვირა საღამოს დაახლოებით 22 საათზე გაჩნდა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ხანძარი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს, იტყობინება Sputnik —საქართველოს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. 

კვირა საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იწვოდა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის სახურავი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო დედაქალაქის სახანძრო-სამაშველო სამსახური. 

© Sputnik / Denis AslanovПожар в историческом здании на проспекте Агмашенебели
Пожар в историческом здании на проспекте Агмашенебели - Sputnik საქართველო
Пожар в историческом здании на проспекте Агмашенебели

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იწვოდა არა ყოფილი საავადმყოფოს, არამედ მის გვერდით — აღმაშენებლის 58-60 ნომერში მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც დიდი ხნის დაცლილი იყო და არავინ იმყოფებოდა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ხანძარმა 800-დან 1000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი მოიცვა. ხანძრის ჩაქრობაში 10-ზე მეტი სახანძრო მანქანა მონაწილეობდა. 

ყველა ახალი ამბავი
0