ვანში მეწყერი ჩამოწვა

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა მეწყრის შემდეგ
გზის გაწმენდა მეწყრის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვანის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობას გადაადგილება საშიშ პირობებში უწევს

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ვანის რაიონის სოფლებში — საპრასიასა და რომანეთში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

მეწყრული პროცესები ვანში უამინდობამ გამოიწვია. საპრასიისა და რომანეთის მოსახლეობას გადაადგილება საშიშ პირობებში უწევს. 

ადგილობრივ ხელოსუფლებაში მიიჩნევენ, რომ შემთხვევის ადგილი გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. 

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ვანის მუნიციპალიტეტი დამეწყრილ მონაკვეთებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. 


ყველა ახალი ამბავი
0