პრემიერი: საქართველო ლიდერია რეგიონში დემოკრატიის აღმშენებლობის კუთხით

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველო გახდა ლიდერი რეგიონში სტაბილური ევროპული დემოკრატიის აღმშენებლობის კუთხით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსადმი მიძღვნილ სპეცილაურ ღონიძიებაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„საქართველო არის ბუნებრივი კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხართ აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ინიციატივებს, მათ შორის სამხრეთის დერეფანს და აბრეშუმის ახალ გზას. ჩვენმა მთავრობამ წამოიწყო ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ-დასავლეთის სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ვაჭრობას“, — ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე - Sputnik საქართველო
მიუნხენის კონფერენცია: პრემიერი შეხვედრებს მართავს

მისი თქმით, საქართველოს გამოცდილება შთამბეჭდავი მაგალითია იმისა, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება შესაძლებელია ისეთ რეგიონში, სადაც გადაუჭრელი კონფლიქტები არსებობს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა არავინ არის დაზღვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან, რის გამოც ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ჩვენს ორმხრივ კავშირებს გერმანიასთან“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


ყველა ახალი ამბავი
0