მეუფე შიო: მიუტევებელი წყენა - ხიჭვია ჩვენს გულში

© Sputnik / Alexander Imedashviliსამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

იმისათვის, რომ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ნათელი სულით შეხვდეთ, დიდი მარხვის დაწყების წინ შენდობის კვირას საჭიროა გულახდილი სინანული, პატიება, წყენის ტვირთისგან გათავისუფლება.

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური სამყარო დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს

„როცა ჩვენ გულში გვაქვს წყენა, ეს არის როგორც ხიჭვი, ეკალი შეგერჭობა და ხიჭვი რომ ჩაგრჩება სხეულში, ის თუ არ მოიშორე, სხეულს აზიანებს ის. ასევე არის სულიერი თვალსაზრისთაც. მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულ და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს. როდესაც სულიწმინდის მადლი არ შემოდის, ცოდვებიც არ გვეპატიება. ვერ განვიწმინდებით ჩვენ ცოდვებისგან“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.

„მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მოლოცვა“, — ბრძანა ილია მეორის მოსაყდრემ.

შენდობის კვირას ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.


ყველა ახალი ამბავი
0