ციგურებით გაყინულ ბაიკალზე: როგორ იქცევენ თავს ბებიები

გამოწერა

პენსიონერი ლიუბოვ მორეხოდოვა ბაიკალზე კუნძული ოლხონის სანაპიროზე პატარა სოფელი ხუტორის ერთადერთი მოსახლეა. იხილეთ ვიდეო, როგორ იქცევს თავს ბებია გაყინულ ტბაზე ციგურებით სრიალით

მიუხედავად 76 წლის ასაკისა, პენსიონერი შესანიშნავად უმკლავდება საშინაო საქმეებს, ყავს რამდენიმე ძროხა, ქათმები და ძაღლები. ზამთარში, როდესაც გზები ითოვლება, პენსიონერი ციგურებზე დგება, რათა დიდი მანძილები გაყინული ტბის გადაკვეთით დაფაროს. მისი თქმით, ასე უფრო ადვილია საქონლის მოვლა.

ლიუბოვის ციგურები თითქმის მისი ასაკის არიან, ისინი 1943 წელსაა დამზადებული და დღემდე ემსახურებიან მფლობელს. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში მისმა ახლობელმა გაავრცელა ვიდეო, როგორ სრიალებს პენსიონერი ბაიკალზე. ვიდეოს ბევრი მაყურებელი გამოუჩნდა. ახლა მის სოფელში ხშირად მიდიან ჟურნალისტები, ხოლო ცოტა ხნის წინ მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ტელეარხზე პროგრამის გადაღებებში.

ყველა ახალი ამბავი
0