ავიაკატასტროფა ირანში: ბოლო ცნობები

© AP Photo / Hamid Reza JafariСамолет "Иранских авиалиний", потерпевший крушение при посадке - архивное фото
Самолет Иранских авиалиний, потерпевший крушение при посадке - архивное фото - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორტზე მყოფი 66 ადამიანი დაიღუპა

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ირანული ავიაკომპანია Aseman Airlines-ის თვითმფრინავმა ისპაჰანის პროვინციაში ქალაქ სემირომის რაიონში ავიაკატასტროფა განიცადა, იუწყება РИА Новости სააგენტო ტასნიმზე (Tasnim News Agency) დაყრდნობით.

თვითმფრინავი ტეირანიდან ქალაქ იასუჯში მიფრინავდა.

რამდენიმე თვითმხილველმა დაინახა, რომ თვითმფრინავი საგანგებო დაშვების განხორციელებას ფერმების რაიონში ცდილობდა. მომხდარის რამდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი შეიძლება გადარჩენილიყო. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო ISNA ავიაკომპანიაზე დაყრდნობით.

ტელერახი Press TV იუწყება, რომ ირანის სამაშველო სამსახურების ვერტმფრენმა თვითმფრინავის სავარაუდო კატასტროფის ადგილამდე უამინდობის გამო ვერ მიაღწია.

 


ყველა ახალი ამბავი
0