შსს: გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილია

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით, ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაკავებულებს 2017 წლის აგვისტოში ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი, 2 ადამიანის  განზრახ  მკვლელობა ედებათ ბრალად.

„დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს. მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1998 წელს დაბადებული რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით, ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0