1000-ლარიანი სტიპენდია სტუდენტებისთვის: ახალციხის მერიის ინიციატივა

© photo: Sputnik / Stringerსხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტა - ლარი
სხვადასხვა ნომინალის ქართული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარი ათ წარჩინებულ სტუდენტზე გადანაწილდება

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ახალციხის მერიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისთვის 1000 ლარის ოდენობით ერთწლიანი სტიპენდია დააწესა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
თსუ-ში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტიპენდიისთვის 10 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა ერთი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 წარჩინებულ სტუდენტზე გადანაწილდება. თითოეული სტუდენტი სემესტრში 500 ლარს მიიღებს. 

სტიპენდია იმ სტუდენტებზე გაიცემა, ვისაც სემესტრის განმავლობაში ყველა სალექციო კურსში მიღებული ექნება 91–100 ქულა, ანუ A კატეგორიის შეფასება; გარდა ამისა, ის აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

სტიპენდიის მაძიებელმა განაცხადი უნდა შეიტანოს. სტუდენტი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახალციხის ტერიტორიაზე უნდა იყოს რეგისტრირებული. 

თუ წარჩინებული ახალგაზრდების რაოდენობა ათს გადააჭარბებს, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, ობოლ, დევნილ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ, ან ომის ვეტერანების ოჯახის წევრ სტუდენტებს.


ყველა ახალი ამბავი
0