„დავიღალე“ - საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ განცდებეზე ისაუბრა

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღლილობის მიზეზად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი დაასახელა

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით არჩევნებზე, რომლებიც ქვეყანაში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ეს იქნება ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დაიწყება.

„არ გადამიწყვეტია ვიყრი თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს. ძალიან დიდი პატივია ემსახურო საქართველოს, ქვეყნის პირველი პირის და მთავარსარდლის რანგში, მაგრამ აი ამ რაღაც იწილო-ბიწილოში და ამ ჭიქაში მუდმივ ქარიშხლებში და შავ პიარებში, პიროვნულად დავიღალე“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეარხ Palitra News-ზე თოქ-შოუს ეთერში.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილს

მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფებისგან ძალიან დაიღალა.

„დამღლელია, რადგან ამ ხალხს მე ვერ გამოვასწორებ, მათ მორალს მე ვერ გამოვასწორებ, მათ პოლიტიკურ ხედვებს მე ვერ გამოვასწორებ… მე, არც პირველ ჯერზე მიმიღია გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი გავხდე, რადგან რაღაც ამბიცია მქონდა და თუ მომავალში კენჭს ვიყრი, ეს იქნება არა ჩემი პიროვნული ამბიციიდან, არამედ ეს რაღაც საჭიროებიდან გამომდინარე და ჯერ ეს არ გადამიწყვეტია”, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებული განხეთქილება 2013 წელს დაიწყო, როდესაც მარგველაშვილმა არ თქვა უარი ავლაბრის საპრეზედენტო სასახლეზე, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.


ყველა ახალი ამბავი
0