თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აშშ ევროპაში სამხედრო ყოფნას აფართოებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ვაშინგტონი აფართოებს სამხედრო ყოფნას ევროპაში, ზრდის რა იქ სამხედროებისა და შეიარაღების რაოდენობას და ასევე ფინანსების მოცულობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან კულუარული საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის ჩართულობა ალიანსის საქმეებში ძალიან მაღალია, და რომ შეერთებული შტატები კვლავაც რჩება ნატოს მხარდამჭერად არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.