სანქტ-პეტერბურგში საგზაო ნიშნებზე საქართველოს სიყვარულში უტყდებიან

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უჩვეულო საგზაო ნიშნების გამოჩენა უკავშირდება ქართული კულტურის პირველ ფესტივალს ГрузияPLAY.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში საქართველომდე მანძილის აღმნიშვნელი უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა.

საგზაო ნიშნებზე ასევე გამოსახულია ქართული ტრადიციული სამზარეულოს სიამაყე — აჭარული ხაჭაპური და საქართველოსთვის სიყვარულის ახსნა.

აქცია უკავშირდება ქართული კულტურის პირველ ფესტივალს ГрузияPLAY, რომელიც სანქტ-პეტერბურგში დიზაინის ცენტრ ARTPLAY-ში 17 და 18 თებერვალს ჩატარდება.

ორდღიან ღონისძიებაზე გამოვლენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები და ანსამბლები — ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, ასევე ჯგუფი „მგზავრები".

ГрузияPLAY სტუმრებს შესთავაზებს ქართულ თანამედროვე კინოჩვენებებს, მხატვართა გამოფენებს, შემეცნებით თემატურ ლექციებსა და გასტრონომიულ მოგზაურობას საქართველოში.

ფესტივალი იმართება სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0