მცხეთის კინოთეატრში არქეოლოგიური მუზეუმი განთავსდება

გამოწერა
2019 წლის ზაფხულისთვის აღდგება „მცხეთის კარიბჭე“, მუზეუმს ექნება საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, კაფე, დამხმარე სათავსოები.

თბილისი, 16 თებერვალი —Sputnik. მცხეთის კინოთეატრის შენობა არქეოლოგიურ მუზეუმად გადაკეთდება, იუწყება  ტელეკომპანია Imedi.

კინოთეატრის შენობა მცხეთის ცენტრში, სამთავროს დედათა მონასტრისა და სამთავროს ველის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კინოთეატრი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული. ორსართულიანი ნაგებობა არაგვის კარიბჭის არქეოლოგიურ ძეგლზეა აშენებული.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მისი დასრულება 2019 წლის ზაფხულში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯავა" ახორციელებს.  

ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი - Sputnik საქართველო
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

პროექტი ითვალისწინებს: არსებული შენობის გამაგრებას და გადაგეგმარებას, სადაც განთავსდება მუზეუმის ადმინისტრაცია და სამუზეუმო საცავები; შენობის ქვედა ნაწილში მოქცეული არქეოლოგიური ძეგლის — „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელებას; ორსართულიანი მიშენების მოწყობას სარდაფით, სადაც განთავსდება მუზეუმის მიმღები, საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, კაფე, სველი წერტილები, დამხმარე, სასაწყობე სათავსები.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაც — პარკირება და გამწვანება, არსებული კიბეებისა და აუზის რეაბილიტაცია, გარე განათების მონტაჟი.

პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება არსებული შენობის სამხრეთი ფასადი, მიმდებარე კიბეები, ორივე პანდუსი და სკვერში მდებარე შადრევანი. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, კინოთეატრის შენობა დღეს არ ფუნქციონირებს, მიტოვებული და გაპარტახებულია. 

ყველა ახალი ამბავი
0