გარდაიცვალა ბალეტმაისტერი ზურაბ სახოკია - სტანისლავსკის თეატრის ვარსკვლავი

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშისცენა საბალეტო სპექტაკლიდან
სცენა საბალეტო სპექტაკლიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახოკია მრავალი წლის განმავლობაში საბალეტო დასის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის აკადემიური მუსიკალური თეატრის დირექტორის მოადგილე ზურაბ სახოკია 82 წლისა გარდაიცვალა, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სახოკია მრავალი წლის განმავლობაში საბალეტო დასის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ

„ის განასახიერებდა თაობათა კავშირს თეატრში, მისი ტრადიციების ერთ-ერთი მიმდევარი იყო. მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის აკადემიური მუსიკალური თეატრი ღრმა მწუხარებას უცხადებს ზურაბ სახოკიას ოჯახსა და ახლობლებს მისი გარდაცვალების გამო", — აღნიშნულია განცხადებაში.

ბალეტმაისტერს 17 თებერვალს ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაკრძალავენ, მანამდე მას მუსიკალური თეატრის სცენაზე გამოემშვიდობებიან.

ზურაბ სახოკია 1935 წელს ფოთში დაიბადა. დაამთავრა სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. მუშაობდა ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და იგორ მოისეევის ხელმძღვანელობით ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში.

1962 წლიდან ზურაბ სახოკიას სახელი სტანისლავსკის მოსკოვის აკადემიურ თეატრს დაუკავშირდა.

კარიერის დასრულების შემდეგ, 1980 წლიდან სახოკიას თეატრში ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0