აშშ-ის დაზვერვა ქართულ ოპოზიციაზე დარდობს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ძალაუფლება შეიძლება გაზარდოს

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიურლი საქართველო“ 2018 წელს შეიძლება ოპოზიცია კუთხეში მიამწყვდიოს, ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, დენიელ ქოუტსის ყოველწლიურ მოხსენებაში „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია, რომელსაც საკუთარი შეხედულებისამებს ნებისმიერი კანონის მიღება შეუძლია.

„სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შეეცდება ოპოზიციის კუთხეში მიმწვყვდევას და საკუთარი ძალაუფლების ინსტიტუციონალური შეზღუდვების შემცირებას“, — ნათქვამია მოხსენებაში.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ამერიკელები ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთხოვენ

2011 წელს საქართველოს პოლიტკურ არენაზე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რომელმაც „ქართული ოცნება“ შექმნა. ერთი წლის შემდეგ ეს გაერთიანება ოთხ პარტიასთან კოალიციაში ხელისუფლებაში მოვიდა. 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და განაცხადა, რომ მისი ძირითადი ამოცანა შესრულებულია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იმ დროიდან ის ქვეყანას კულისებიდან მართავს.


ყველა ახალი ამბავი
0