ფიონგჩანგში ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოთხილამურე გამოვიდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისამთო–სათხილამურო სპორტი
სამთო–სათხილამურო სპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს ქართველი სპორტსმენი ქალთა შორის სლალომში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშებზე ქართველმა მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ქალთა შორის გიგანტურ სლალომში 46-ე ადგილი დაიკავა.

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშინინო წიკლაური ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების გახსნაზე
Церемония открытия XXII зимних Олимпийских игр - Sputnik საქართველო
ნინო წიკლაური ქალაქ ფიონგჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

პირველი მცდელობის შემდეგ წიკლაური 51-ე ადგილზე აღმოჩნდა, რომელმაც დისტანცია 1:02.02 დროში დაფარა. მეორე ცდაზე ქართველმა სპორტსმენმა თავისი დრო რამდენიმე წამით (1:16.91) გააუმჯობესა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის გამარჯვებულს თითქმის 17 წამით ჩამორჩა.

პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი  ამერიკელი მიკაელა შიფრინი გახდა. ვერცხლის მედალი კი ნორვეგიის წარმომადგენელმა რაგნჰილ მუვინკელმა მოიპოვა, ლიდერთა სამეული კი იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ დაასრულა. 

ოლიმპიადა 2018. მეორე დღე. საციგაო სპორტი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოციგავემ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

16 თებერვალს წიკლაური მონაწილეობას მიიღებს  ქალთა შორის სლალომში. თბილისის დროით დილის 5 საათზე პირველი დაშვება მოხდება, ხოლო 08:15 საათზე მეორე ცდა, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება.

ფიონგჩანგში ოლიმპიური თამაშების ექვსი დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში გერმანიის ნაკრები ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 13 მედალია: 8 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მეორე ადგილზე ნორვეგია (5–7–4), ხოლო მესამეზე – ჰოლანდიის გუნდი (5–4–2).

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ფიონგჩანგში 25 თებერვლამდე გაგრძელდება. შეჯიბრებებზე სპორტის 15 დისციპლინაში მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0