ოჯახური იდილია ბობოქარი პოლიტიკის შემდეგ - სააკაშვილი მეუღლესთან გაემგზავრა

© REUTERS / Kacper Pempelმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლანდიაში სააკაშვილს უკვე გადასცეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც მისი მეუღლე — ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსი ცხოვრობს.

ორშაბათს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი გააძევა პოლონეთში, რომლის ტერიტორიიდან ის გასულ შემოდგომაზე უკანონოდ მოხვდა უკრაინაში, როდესაც მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების კორდონები გაარღვია. სააკაშვილი, რომელმაც ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა, უკრაინაში ცდილობდა მიეღო იმ პირის სტატუსი, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებდა, თუმცა უარი მიიღო.

„დღეს, ამსტერდამში, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, მე მაქვს პირადობის დამადასტურებელი ნამდვილი დოკუმენტი. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე გადმომცეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რაც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს. მთელ პროცედურას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. თუმცა მე როგორც არასდროს, მტკიცედ ვარ განწყობილი უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად“, – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ჰოლანდიაში სააკაშვილის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია მედიაში მანამდე გავრცელდა, სანამ ექს-პრეზიდენტმა ამას თავად განაცხადებდა. მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი ამსტერდამის აეროპრტ „სხიპჰოლში“ შენიშნეს. ის თავის ადვოკატთან ერთად უნდა წასულიყო ნიდერლანდების იმიგრაციული სამსახურის ოფისში, რომელიც როტერდამში მდებარეობს.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ცხოვრებას ამსტერდამში აპირებს. ამის საფუძველს მისი მეუღლის მოქალაქეობა წარმოადგენს.

საქართველომ არაერთხელ მიმართა უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით. საქართველოში ის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო მას დაუსწრებლად სამი წლით პატიმრობა შეუფარდა. 


ყველა ახალი ამბავი
0