ნანი ბრეგვაძის ვარცხნილობის საიდუმლო

© Sputnik / Alexander Imedashviliნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინ იფიქრებდა, რომ შეუდარებელი ნანი ბრეგვაძე თმას თვითონ იჭრის

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. განთქმულმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ რუსულ „პირველ არხზე“ ტოკ-შოუში Сегодня вечером საკუთარი ვარცხნილობის საიდუმლო გაამხილა.

აღმოჩნდა, რომ ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობიდანვე თმას თვითონ იჭრის. წამყვანის კითხვაზე, ხომ არ დაუმთავრებია ნანის რაიმე სპეციალური კურსები, მან უპასუხა:

ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
რას ფიქრობს ნანი ბრეგვაძე ბოტოქსზე და გაბერილ ტუჩებზე

„არა, ეს პრაქტიკაა. ყოველთვის მქონდა ხშირი თმა. და ძალიან სწრაფად მეზრდებოდა. საპარიკმახეროს საშუალებაც არ მქონდა, როდესაც „ორერასთან“ გასტროლებზე დავდიოდი. სანამ ისინი მღეროდნენ, ვიჯექი სარკესთან, ჩემ თავს ვაკვირდებოდი. ცხვირს ავიწევდი, ყურებს დავიმოკლებდი. და ვამჩნევდი, რომ ვარცხნილობა არ მივარგა. ვიღებდი მაკრატელს და ვიჭრიდი თმას. მერე ისე დავოსტატდი, ბიჭებსაც ვჭრიდი თმას“, — იხსენებს ქალბატონი ნანი.

ყველაზე მთავარია — კარგი თვალი გქონდეს, მიიჩნევს მომღერალი. თუმცა, ნანის ოჯახის წევრები მას არ ენდობიან და თმას პროფესიონალებთან იჭრიან.

გადაცემის ყველა წამყვანმა და სტუმარმა აღნიშნა, რომ ნანი ბრეგვაძე ამ ასაკში ფანტასტიკურად გამოიყურება. ამაზე მომღერალმა განაცხადა, რომ სილამაზე და არისტოკრატიულობა მემკვიდრეობით ერგო. მისი თქმით, მისი ბებია და დიდი ბებიაც ღრმა სიბერემდე ლამაზები და მოვლილები იყვნენ.


ყველა ახალი ამბავი
0