დუშეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა

© Sputnik / STRINGERკრიმინალური პოლიცია
კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მეუღლეების გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე (მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.


ყველა ახალი ამბავი
0