წურწუმია: წლების განმავლობაში „მამულიჩას“ ბევრი ადამიანის მოგერიება უხდებოდა

© photo: Kakhi Mamulashvili / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ლელა წურწუმია საუბრობს, თუ როგორ უდგას გვერდით და ეხმარება მეუღლე წარმატების მიღწევაში.
წურწუმია: წლების განმავლობაში „მამულიჩას“ ბევრი ადამიანის მოგერიება უხდებოდა

„ვგრძნობდი, რომ ცოტა შეუთავსებელი იყო პოპულარობა, ის ცხოვრების სტილი, რომლითაც მე ვცხოვრობდი და ოჯახი. ამიტომ ველოდებოდი ისეთ ადამიანს, ვინც იქნებოდა არა მარტო მეუღლე, არამედ ჩემი პარტნიორი საქმეში. ღმერთის საჩუქარია, რომ გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, როგორიც არის მამულიჩა“, — ამბობს ცნობილი მომღერალი.

ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, იგივე „მამულიჩა“ ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვარსკვლავური ოჯახის მაგალითია. წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი მარიკო ჰყავს. ლელას განცხადებით, წლების განმავლობაში „მამულიჩას“ ბევრი ადამიანის მოგერიება უხდებოდა, რადგან მის მიმართ საზოგადოება ყველგან დიდ ინტერესს იჩენდა.

ყველა ახალი ამბავი
0