ანი ჩირაძე: უხერხულად ვარ, თავისუფლება შემეზღუდა
„ქეთი დევდარიანს ჰქონდა „ხილვა“ და დამინახა. საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი კასტინგი იყო და ბოლოს მე ამიყვანეს. პოპულარობის შემდეგ რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობ თავს, თითქოს თავისუფლება შემეზღუდა“, — ამბობს ჩირაძე.
ანი ჩირაძე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბიზნესმენის ცოლის ჩიკა მეძმარიაშვილის როლს ასრულებს. საზოგადოების მხრიდან მისი პერსონაჟის მიმართ დიდი ინტერესი დღემდე არ ნელდება.