თბილისის მერის ახალი მეგობარი - კალაძემ თავშესაფრიდან ლეკვი წამოიყვანა

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარში
კახა კალაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეკვი თბილისის მერიაში იცხოვრებს

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფარი მოინახულა და ერთ-ერთი ლეკვი წამოიყვანა, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

კალაძის თქმით, ლეკვი დედაქალაქის მერიაში დაბინავდება.

„გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც წამოვა მერიაში და ჩვენთან ერთად იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ მერიაში”, – უამბო ჟურნალისტებს კალაძემ.

მუნიციპალურ თავშესაფარში კალაძემ ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარში
Каха Каладзе в приюте Агентства по мониторингу животных  - Sputnik საქართველო
კახა კალაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარში

კალაძემ უარყო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცხოველები თავშესაფარში ცუდ პირობებში არიან.

„ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო — გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.   რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ“, —  განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, თავშესაფარში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდება.


ყველა ახალი ამბავი
0