თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მეცნიერულ-ტექნიკური თანამშრომლობა „ნეტოსკოპის“ მონაწილეები ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეტების გაყიდვისას დომენის სახელების გამოყენების სფეროში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, იუწყება Р-Спорт-ი.
პროექტში „ნეტოსკოპი“, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მიზნებით დომენების გამოყენებას შეეწინააღმდეგება, ათზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის Group-IB, „კასპერსკის ლაბორატორია“, Mail.ru, „როსკომნადზორი“, „როსტელეკომი“,RU-CERT, „იანდექსი“ და სხვ.
თანამშრომლობის ფარგლებში FIFA გამოავლენს და გადასცემს „ნეტოსკოპში“ მონაცემებს იმ დომენების შესახებ, რომლებიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბილეტების უკანონო გაყიდვისთვის გამოიყენება, განაცხადა FIFA-ს მრჩეველმა ბრენდის დაცვის საკითხებში ალექსეი შვეცოვმა.
„გამოვლენილი დარღვევების დიდი ნაწილი ინტერნეტში ბილეთების უკანონო გაყიდვას უკავშირდება. დღეისათვის დაიხურა დაახლოებით 200 ვებგვერდი, რომელიც FIFA-ს სიმბოლიკას ბილეთების რეალიზაციისთვის უკანონოდ იყენებდა“, — განუცხადა შვეცოვმა ჟურნალისტებს.
პროექტ „ნეტოსკოპის“ კოორდინატორი მიხაილ ანისიმოვი აცხადებს, რომ FIFA დააკვირდება სოციალურ ქსელებს მსოფლიო-2018-ის ბილეთების უკანონო გაყიდვის აღმოსაფხვრელად.
„ამჟამად სოციალურ ქსელებში ბევრი ჯგუფი არსებობს, რომელიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების უკანონო გაყიდვას ეწევა. FIFA დააკვირდება სოციალურ ქსელებს თაღლითობის პრევენციისთვის“, — განუცხადა ანისიმოვმა ჟურნალისტებს.
მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ სპეცპროექტში FIFA-2018.