აშშ-ში ვერტმფრენი ჩამოვარდა - მაშველები დაკარგულებს და გარდაცვლილებს ეძებენ

© AFP 2024 / MANDEL NGAN ვერტმფრენი
ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საექსკურსიო ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა აშშ-ის არიზონას შტატში დიდი კანიონის მახლობლად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვერტმფრენი Eurocopter კანიონის ტერიტორიის გადაფრენის შემდეგ ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან სამი დაიღუპა. ოთხი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარება კრიტიკულია.

ადილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადა და ამ დრომდე ეძებენ ორ ადამიანს, რომლებიც კატასტროფის დროს სავარაუდოდ ვერტმფრენში იმყოფებოდნენ.

ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.


ყველა ახალი ამბავი
0