სათამაშო, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიას ბავშვებისთვის აცოცხლებს

© FB / ULTRAვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლის სცენა მუყაოს ფიგურებით
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლის სცენა მუყაოს ფიგურებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარეკლამო კომპანია „ულტრამ“ ცოტა ხნის წინ ბავშვებისთვის საოცარი სათამაშო შექმნა, ხის სათამაშოები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებით. … ხის ციხესიმაგრე, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არის.

გაგიკვირდებათ და ჯარისკაცები – ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი არიან თავისი ცხენოსანი მხლებლებითა და შუბოსანთა რაზმით.  ქაჯეთის ციხეს კი ოთხი  სხვადასხვა სახის მებრძოლი იცავს — გუშაგები, მშვილდოსნები, ხმლოსანი და შუბოსანი მებრძოლები. ეს სათამაშო „ვეფხისტყაოსნის" გმირებს აცოცხლებს…

უფრო დეტალურად ამის შესახებ კომპანია „ულტრას“  დირექოტორი დავით გიგაური გვიამობობს.

© FB / ULTRAვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლის სცენა მუყაოს ფიგურებით
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლის სცენა მუყაოს ფიგურებით - Sputnik საქართველო
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლის სცენა მუყაოს ფიგურებით

–  როგორ აღმოჩნდით სარეკლამო კომპანიიდან სათამაშოების წარმოების სფეროში?

– ეს სრულიად სპონტანურად მოხდა. უბრალოდ, გვინდოდა საახალწლოდ რაღაც კარგი, არაორდინალური, საინტერესო გაგვეკეთებინა, რაც, ერთის მხრივ, გაზრდიდა კომპანიის ცნობადობას და პოზიტიურად აისახებოდა იმიჯზე და მეორეს მხრივ, კომერციული შედეგიც ექნებოდა. გარკვეული ფიქრის შემდეგ ჩვენი არჩევანი სათამაშოზე შეჩერდა, რადგან უამრავ ოჯახში ხარისხიანი სათამაშო ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და თან ყველაზე სათუთი.

ვინაიდან მასობრივი წარმოებისთვის მზად არ ვიყავით, გადავწყვიტეთ გაკვეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული, მასშტაბური, რაც ბევრი შეიძლება არ გაყიდულიყო, მაგრამ ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობდა. შემდეგ რამდენიმე იდეას ერთად მოვუყარეთ თავი, თან „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო  წელი მთავრდებოდა და ამანაც განაპირობა ამ პროექტის იდეა.

–  რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი პროდუქციის შექმნა?

–  სარეკლამო წარმოება ბევრ სხვადასხვა მასალასთან ურთიერთობას მოითხოვს. მათი დამუშავება სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესთანაა დაკავშირებული. ხის სათამაშოს პროექტი იმითაც იყო ჩვენთვის საინტერესო, რომ ჩვენ ვიცოდით როგორ უნდა შეგვექმნა ის — გვქონდა შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი და მასალებისა და წარმოების პროცესის ცოდნა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნოემბრის მეორე ნახევარი იყო და ახალ წლამდე დრო ცოტა რჩებოდა, გადავწყვიტეთ პროექტი სრულფასოვნად, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე გაგვეხორციელებინა.

© FB / ULTRAმუყაოსგან დამზადებული ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები
მუყაოსგან დამზადებული ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები - Sputnik საქართველო
მუყაოსგან დამზადებული ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები

– მოგვიყევით სათამაშოს შესახებ…

– თავიდანვე გადაწყდა, რომ სათამაშო ხის ყოფილიყო. ეს შეესაბამებოდა ეკოლოგიურ მოთხოვნებსაც და ჩვენს მაღალ მოთხოვნებს სათამაშოს ხარისხთან დაკავშირებით.

სათამაშო სამი ნაწილისგან შედგება: ხის ციხესიმაგრე, ხის მებრძოლები და სტიკერები. ციხესიმაგრე 33 დეტალისგან შედგება და ისინი ზუსტად ჯდება ერთმანეთში ისე, რომ არ საჭიროებს არც შეწებებას და არც რაიმე დამატებით ხელსაწყოს. ციხესიმაგრის ზომებია 77x77 სმ და ის ყველაზე დიდი ციხეა, რაც კი ქართულ ბაზარზე იყიდება. ჯარისკაცები საკმაოდ მრავალფეროვანია – ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი ცხენოსნები არიან, მათი რაზმი ხმლოსანი და შუბოსანი მებრძოლებითაა დაკომპლექტებული, ქაჯეთის ციხეს კი ოთხი სხვადასხვა სახის მებრძოლი იცავს — გუშაგები, მშვილდოსნები, ხმლოსანი და შუბოსანი მებრძოლები. ყველა ჯარისკაცი ხის ფეხზე მაგრდება და ორივე მხრიდან სტიკერებით იფუთება. სტიკერები ასევე ციხესიმაგრის გასალამაზებლადაც გამოიყენება.

– სად შეიძლება მისი შეძენა?

– სათამაშო ამჟამად hotsale.ge-ზე იყიდება ფასდაკლებით და მყიდველი მას პირდაპირ სახლში მიიღებს.

© FB / ULTRAვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლის სცენა მუყაოს ფიგურებით
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლის სცენა მუყაოს ფიგურებით - Sputnik საქართველო
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი ბრძოლის სცენა მუყაოს ფიგურებით

–  რამდენად მოეწონათ ბავშვებს  თქვენი სათამაშო და რამდენად მოთხოვნადი პროდუქტია იგი?

–  ყველა მყიდველისგან მხოლოდ პოზიტიური და აღტაცებული გამოხმაურება გვაქვს. პრაქტიკულად,  არც ერთი უარყოფითი გამოხმაურება არ ყოფილა.

–  რამდენი წლის ასაკის ბავშებზე არის გათვლილი?

–  სათამაშო 5-12 წლის ასაკის ბავშებისთვისაა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, როგორც აღმოჩნდა, ციხესიმაგრით გოგონებიც სიამოვნებით თამაშობენ.

–  ალბათ,  ყველა მშობლის მთავარი კითხვაა – რამდენად უსაფრთხოა სათმაშო?

–  უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის თავიდანვე ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. ხის დამუშავება ისე უნდა მომხდარიყო, რომ წვეტიანი და მახვილი დაბოლოებები არ გაჩენილიყო. ამიტომ უამრავი ტესტი და ნიმუში გაკეთდა. გარდა ამისა, დანადგარზე ჭრის შემდეგ, დეტალები სათითაოდ მუშავდება ხელით და მოწმდება, ხომ არ დარჩა სადმე დეფექტი, რამაც შეიძლება ბავშვი დააზიანოს. ამიტომ მყიდველი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ სათამაშო სრულიად უსაფრთხოა.

– ბაზარზე არსებული სათამაშოებისგან თქვენი პროდუქტი რითია გამორჩეული?

– პირველ ყოვლისა შინაარსით — იგი  „ვეფხისტყაოსნის“  თემაზე შექმნილი  პირველი სათამაშოა. ასევე უპრეცედენტოა კომპელქტაციაც — ეს არის ყველაზე დიდი ციხესიმაგრე და თან მრავალფეროვანი მებრძოლებით დაკომპექტებული.

– აპირებთ სათამაშოს უფრო დახვეწას და განვითარებას?

–  რა თქმა უნდა, ჩაფიქრებული გვაქვს რამდენიმე ახალი პროექტი. ამ წელს კომპანია „ულტრა“ კიდევ რამდენიმე სიურპრიზს შესთავაზებს ჩვენს ბავშვებს.

–  სამომავლო გეგმები გაგვიზაირეთ…

– კომპანია აგრძელებს ყველა იმ მიმართულებას, რაც მანამდე ჰქონდა. ეს არის პოლიგრაფია, სხვადასხვა სარეკლამო და საპრეზენტაციო მასალების დამზადება, პრომოკამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, დიზაინი და სხვა სერვისები. სათამაშოს მიმართულება ჩვენი კიდევ ერთი პირმშოა, რომელიც ნაბოლარა შვილივით ტკბილი და ძვირფასია და თან დიდ იმედებს იძლევა.

 

ნინო რაზმაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0