თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალებს შორის კი ქვეყანაში ყველაზე მეტი ნინო ცხოვრობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.
ყველაზე მეტი გიორგი (63651) და ნინო (42598) თბილისშია რეგისტრირებული.
პოპულარული სახელების ათეული ასეთია (გვერდზე ამ სახელების მქონე მოქალაეების რაოდენობაა მითითებული):
კაცი:
გიორგი — 191389
დავით — 67418
ალექსანდრე — 41270
ლუკა — 38668
ნიკოლოზ — 36240
ირაკლი — 35940
ზურაბ — 31607
ლევან — 28341
საბა — 25893
ლაშა — 25357
ქალი:
ნინო — 115119
მარიამ — 67406
თამარ — 50393
ანა — 47661
მაია — 47349
მარიამი — 43154
ნანა — 42706
ნათია — 38246
ელენე — 34825
მანანა — 34236
საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა. ქვეყანაში 14 461 ბერიძეა რეგისტრირებული. შემდგ მოდიან მამედოვები (13652), კაპანაძეები (9507) და ალიევები (8927). სიას აგრძელებს გელაშვილი, მაისურაძე, გიორგაძე, ბოლქვაძე, ლომიძე და წიკლაური.
რაც შეეხება იშვიათ სახელებსა და გვარებს:
სახელები:
მილიარდი
ვებერთელა
მხედარი
ვინარი
კუკუშა
ედემი
ფუჩქი
ფიზიკა
პელე
გარინჩა
გვარები:
ავგაროზაშვილი
თერძიშვილი
კბილიანაშვილი
ზეცაშვილი
ზურმუხტაშვილი
კრიჭინაშვილი
ვარვარიძე
სურვილაძე
შავთვალიშვილი
უფროსაშვილი