ავიაკატასტროფა მოსკოვის ოლქში - საქართველოს პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ

© Photo: courtesy of EMERCOM of Russia / გადასვლა მედიაბანკშისამგზავრო თვითმფრინავის ცამოვარდნა მოსკოვის ოლქში
სამგზავრო თვითმფრინავის ცამოვარდნა მოსკოვის ოლქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი და ეკიპაჟი დაიღუპა

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „სარატოვის ავიახაზების“ თვითმფრინავის მოსკოვის ოლქში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც აეროპორტ „დომოდედოვოდან“ ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, კვირას აფრენიდან ორ წუთში რადარებიდან გაქრა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მოსკოვის ოლქთან დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც გამოთქვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით მშვიდობიანი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებ რუს ხალხს და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს", — წერს პრეზიდენტი საკუთარ Facebook-გვერდზე.

წინასწარი მონაცემებით, „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი Ан-148-ის ტიპის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა.


ყველა ახალი ამბავი
0