თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალბატონი მოკლა და 12 მოქალაქე დაჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი სიდანის რაიონში მოხდა. თავდამსხმელი 35 წლის მამაკაცი იყო.
სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
— ST Foreign Desk (@STForeignDesk) February 11, 2018
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა აღიარა, რომ სუპერმარკეტში მყოფ მოქალაქეებს განზრახ დაესხა თავს, რადგან ამით „უკმაყოფილების გამოხატვა“ სურდა. რას აპროტესტებს დამნაშავე, ჯერჯერობით უცნობია.
დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან და ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.