DipSki2018: გუდაურში დიპლომატიურ სათხილამურო ტურნირზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

© photo: Sputnikგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სათხილამურო ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. გუდაურში დიპლომატიური სათხილამური შეჯიბრი DipSki 2018-ის გაიმართა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო ასამდე საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლმა, საქართველოს მთავრობის წევრებმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოშ UNDP-ის წარმომადგენელმა ნილს სკოტმა.

ტურნირის ფარგლებში დასახელდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი დაიკავეს საქართველოში შვეიცარიის ელჩის მეუღლემ ბარბარა კოჰლერმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის ხელმძღვანელმა  პიტერ დანისმა. უწყებებს შორის გამარჯვებულები გახდნენ ეკატერინე ალანია (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) და ვასილ კვანტალიანი (საგარეო საქმეთა სამინისტრო).

შეჯიბრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის თანაორგანიზებით ჩატარდა.

სათხილამურო ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას.

ტურნირის პარალელურად, ღონისძიების სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მიერ დადგმულ სიმულაციურ სამაშველო ოპერაციაში, რომლებსაც ასევე გადაეცათ სერტიფიკატები.


ყველა ახალი ამბავი
0