სამი დაკავებული და ხუთი ამოღებული იარაღი - შსს-ს ხუთი დღის მუშაობის შედეგი

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიტრავმატური პისტოლეტი
ტრავმატური პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

თბილისი, 10 თებერვალი— Sputnik. სამართალდამცველებმა 27-31 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისსა და სენაკში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია ორი, ხოლო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის — ერთი პირი.

ერთ-ერთი დაკავებული პირი მრავლჯერ არის ნასამართლევი.

სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი  ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის სისტემის ორი  პისტოლეტი, „GRAND POWER K105“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0