ვაკის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

© Photo: courtesy of Miho Neimanთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაკის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 118 407 ლარია გამოყოფილი.

თბილისი, 10 თებერვალი— Sputnik. ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია ვაკის რაიონის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები ამ ეტაპზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, N151-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ნუცუბიძის ქუჩამდე სრულდება. რეაბილიტაციის შედეგად, 1605 კვ.მ ფართობის გზა განახლდება.  მოეწყობა გზის საფუძველი და ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

გამგეობის დაკვეთით, აღნიშნულ სამუშაოებს შპს „როუდ სოლუშენი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება კი დაახლოებით, 92 000 ლარია.

ასევე მიმდინარეობს, ნუცუბიძის IV მ/რ-ის N55-ე კორპუსის მიმდებარედ, სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია. მოედანზე მოეწყობა ახალი საფუძველი, გამოიცვლება ბალახის ხელოვნური საფარი და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 26 407 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში და პარლამენტში გიორგი ბირბიჩაძე და ზაზა ხუციშვილი გაეცნენ.

„ჩვენ განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, N151-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ გზის შეკეთება, რადგან ეს მონაკვეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი ნუცუბიძის ქუჩამდე მთლიანად განახლდება და არსებული პრობლემა მოგვარდება. გარდა ამისა, დავიწყეთ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N55-ე კორპუსთან, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში დაახლოებით, 100 000-მდე კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.


ყველა ახალი ამბავი
0