უბედური შემთხვევა ქუთაისში - 77 წლის მამაკაცი მეორე სართულიდან გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულიდან 77 წლის კაცი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გადმოვარდნილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
ბათუმში მამაკაცი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

როგორც მეზობლები ჰყვებიან, მამაკაცი ავად იყო და ისინი ეჭვობენ, რომ მას გულის შეტევა დაემართა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც „Sputnik-საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც „თვითმკვლელობამდე მიყვანას" გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ცხედარი ამ დროისათვის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ყველა ახალი ამბავი
0