კობახიძე: საქართველო რუსეთის მიმართ პრაგმატული და მომთმენია

© Government of Georgiaსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას უსარგებლო უწოდა

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ შეცვალა აგრესიული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რომელმაც არანაირი შედეგი არ გამოიღო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ მივდევთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რომელიც ფართოდ არის მხარდაჭერილი და მიღებული ჩვენი დასავლეთ პარტნიორების მიერ. ამ პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ვახერხებთ მივაღწიოთ ეროვნული სტაბილურობის უფრო მაღალ დონეს საქართველოში. რაც ნიშნავს ამ პოლიტიკის და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმატებას“, — განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მან საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდის მღწევებიც აღნიშნა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
უთანხმოება ბარიერი არ არის - რა უთხრა კარასინმა აბაშიძეს პრაღაში?

„საქართველო ლიდერია რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ეს პროცესი ძველმა ხელისუფლებამ დაიწყო. ძველი ხელისუფლება არ გვიყვარს, მაგრამ არსებობს რამდენიმე საკითხი, ყოფილი მმართველი პარტიის მიღწევები, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ“, — ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.

საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში ტარდება.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0