ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 თებერვალს

© Sputnik / Alexander Imedashviliზამთრის ღრუბლები თბილისის თავზე
ზამთრის ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ორშაბათს 10 გრადუსამდე სითბო იქნება

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ორშაბათს, 12 თებერვალს თბილისში უმეტესად მოღრუბლული ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მზის ამოსვლა — 08:01 საათზე.

ღამით ქალაქში 4 გრადუსი სითბო იქნება, დილის 7 საათისთვის ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსამდე დაეცემა. დღისით კი ჰაერი მაქსიმუმ 10 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ზოგან კი წამში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

მზის ჩასვლა — 18:29 საათზე.

სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0