თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგთან გასვლაზე ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომელიც მიმდინარე წლის 5 ივნისს შედგება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ორი ქვეყნის ფედერაციები ამ საკითხში პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და მომავალ შეხვედრას ორი ნაკრები გამართავს უეფას ერთა ლიგის ტურნირისთვის მზადების ფარგლებში, რომელიც სექტემბერში დაიწყება.
ლუქსემბურგთან თამაშამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 24 მარტს ვლადიმირ ვაისის შეგირდები ლიტვას ეთამაშებიან, სამ დღეში კი ესტონეთს. ორივე შეხვედრა თბილისში შედგება.
ფიფას მიმდინარე რეიტინგში ლუქსემბურგის ნაკრები 84-ე ადგილს იკავებს, საქართველოს ნაკრები — 104-ეს.
უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში გამოდის, სადაც მისი მეტოქეები ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორის გუნდები იქნებიან. პლეო-ოფის რაუნდში (ნახევარფინალში) მხოლოდ ერთი გუნდი — ჯგუფის გამარჯვებული გადის.