თბილისში ირანის მოქალაქე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 5 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ თბილისში მყოფი ერთ-ერთი ირანელის მკვლელობას ამზადებდა

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით ირანის მოქალაქე თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო
თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე - მკვლელი იდენტიფიცირებულია

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ერთ-ერთი ირანელის მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თანხის ნაწილი წინასწარ მისცა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მოიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.

გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0