ფიონგჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

© FB / Olympicფიონგჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია
ფიონგჩანგში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიადაზე საქართველოს ოთხი სპორტსმენი წარადგენს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა ზამთრის ოლიმპიური თამაშები ფიონგჩანგში გახსნილად გამოაცხადა.

პარასკევს თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. შეჯიბრებებში, რომლებიც 25 თებერვლამდე გაგრძელდება, 92 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშა მოციგურავე მორის ყვითელაშვილს ეჭირა. მის გარდა საქართველოს ოლიმპიადაზე კიდევ სამი სპორტსმენი წარადგენს — მოთხილამურეები ნინო წიკლაური და იასონ აბრამიშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი. ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციაში სულ 16 ადამიანია.

სპორტსმენების აღლუმზე ორი არაორდინარული მოვლენა აღინიშნა. პირველი ის იყო, რომ სამხრეთ კორეისა და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებმა როგორც ერთიანმა გუნდმა გაიარეს, ხოლო მეორე — რუსეთის ოლიმპიური ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოვიდა. რუსი სპორტსმენები თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით იმის გამო წარდგებიან, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დისკვალიფიკაცია მისცა და 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების დაშვების განსაკუთრებული წესი გამოაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0