თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის „მარჯანიშვილის" სადგურზე დაკვამლიანების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, აღნიშნულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადებაში.
მოკლე ჩართვა 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის" ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოხდა.
„შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი" ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას", — ნათქვამია განცხადებაში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისათვის.
დღეისთვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომელიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთლოს ხაზებზეა განთავსებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ–ია.