პრესკონფერენცია: მშენებლობისა და შენობების უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში

© Sputnik / Levan Avlabreliმშენებლობა დედაქალაქში
მშენებლობა დედაქალაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენცია თემაზე „მშენებლობისა და შენობების უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში" „Sputnik საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში პარასკევს, 9 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება

მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმები ხშირად ირღვევა. ბოლო დროს გაიზარდა ხანძრების, უბედური შემთხვევების რაოდენობა, ბევრი ახალი აშენებული ნაგებობა ავარიულ მდგომარეობაშია. ქართველი სეისმოლოგები ასევე საუბრობენ საფრთხეზე, რომელიც თბილისს ემუქრება და აცხადებენ, რომ ახალი საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრას ვერ გაუძლებს. საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ მშენებლობის ნორმების გამკაცრებას გეგმავენ.

როგორი მოსაზრება აქვთ მშენებლობის პრობლემებთან დაკავშირებით მეცნიერებს საქართველოში? როგორ დავიცვათ მოსახლეობა უხარისხო სამშენებლო მასალებისა და საშიში კონსტრუქციებისგან? ჟურნალისტების ამ და სხვა საკითხებს პრესკონფერენციის მსვლელობისას უპასუხებს

— პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება "Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით მულტიმედიური პრესცენტრ „Sputnik-საქართველოს" ანონსების e-mail-გამომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0