სურმავა: გიორგი ლიფონავამ როგორც კი შემომხედა მაშინვე თქვა, ჩააცვითო

© FB / TV Showგიორგი სურმავა
გიორგი სურმავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი გიორგი სურმავა საუბრობს, როგორ მოხვდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“.

„ჩემი ცოლის დაქალები" ისეთი სერიალია, მთელი საქართველო უყურებს და არც მე ვიყავი გამონაკლისი. აქტიური მაყურებელი ვიყავი და ძალიან მომწონდა. ღამის ათი საათი იყო, დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და შემომთავაზა როლი. სენაკში იყო გასაუბრება. გიორგი ლიფონავამ როგორც კი შემომხედა მაშინვე თქვა, ჩააცვითო და ასე დაიწყო ყველაფერი“ — ამბობს სურმავა.

გიორგი სურმავა ფოთის თეატრის მსახიობია. დამთავრებული აქვს თეატრალური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობს ფოთის თეატრში. შესრულებული აქვს 40-ზე მეტი როლი.

ყველა ახალი ამბავი
0