Boeing-ი და Airbus-ი დეტალებს საქართველოში შეიძენენ

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიBoeing-ი
Boeing-ი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს თბილისის აეროპორტთან მდებარე ქარხანაში დაამზადებენ

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოში წარმოებულ დეტალებსა და კომპოზიტურ ნაწილებს შეისყიდიან საავიაციო ინდუსტრიის ისეთი მოთამაშეები, როგორიც არიან Boeing-ი, Airbus-ი და Bombardier-ი, განაცხადა საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება კომპანია Boeing-თან უკვე გაფორმებულია.

სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „საპარტნიორო ფონდისა" და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაეყარა.

© FB / jsc "Partnership Fund"ავიადეტალების მწარმოებელი ერთ-ერთი საამქრო
Один из будущих цехов по производству авиадеталей в Тбилиси - Sputnik საქართველო
ავიადეტალების მწარმოებელი ერთ-ერთი საამქრო

„2018 წლის ბოლოს ქარხანა ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იყოს", — განაცხადა საგანელიძემ, იუწყება ფონდის პრეს-სამსახური.

სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებულები - Sputnik საქართველო
საპარტნიორო ფონდი "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულების დაფინანსებას იწყებს

მაღალტექნოლოგიური ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ქარხანა აწარმოებს სამოქალაქო თვითმფრინავების დეტალებს, მათ შორის კარებს, აეროდინამიურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს და კომპოზიტურ ნაწილებს.

ამჟამად მიმდინარეობს ქარხნის ტექნიკითა და მოწყობილობებით აღჭურვა. ქარხანა პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს.

ამ დროისთვის კომპანიაში 60-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც მომზადება ისრაელში გაიარეს. მას შემდეგ, რაც ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება, იქ 300-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის ღირებულებაა 85 მლნ აშშ დოლარი. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0