ვარდოსანიძე: თითქმის ყველა ძვალი მაქვს მოტეხილი
„არ მქონდა რთული ბავშვობა. რიგითი 90-იანელი ბავშვი ვიყავი. როგორც ყველას რაღაც აკლდა, ისე მაკლდა მეც. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა. ჩემი თავის მტერი ვიყავი ყოველთვის. დაახლოებით 700 შრამი მაქვს და თითქმის ყველა ძვალი მაქვს მოტეხილი“, – ამბობს ვარდოსანიძე.
მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე დაიბადა 1988 წლის 26 ივნისს. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 2007 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. თეატრსა და კინოში ნათამაშები აქვს არაერთი როლი.