ქართველი „კანონიერი ქურდი" „გეგა ოზურგეტსკი" უკრაინიდან გააძევეს

გამოწერა
უკრაინის პოლიციის მონაცემებით, „გეგა ოზურგეტსკი" ქვეყნის კრიმინალურ პროცესებზე გავლენის სფეროების გაფართოებას გეგმავდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა კიევში, გლუშკოვის გამზირზე დააკავეს, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევეს საქართველოს 42 წლის მოქალაქე, „კანონიერი ქურდი" მეტსახელად „გეგა ოზურგეტსკი", ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა „კანონიერ ქურდებს“ დაუნდობელი ომი გამოუცხადა

უწყების ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ცდილობდა რეგიონში კრიმინალურ პროცესებზე თავისი გავლენის დამყარებას და განმტკიცებას, დანაშაულებრივი ორგანიზაციების გაერთიანებას და მათი ფუნქციონირებისთვის საერთო საორგანიზაციო-გამანაწილებელი ფუნქციების შესრულებას. „გეგა ოზურგეტსკის" გეგმებში ასევე შედიოდა კრიმინალური „სხოდკების" ორგანიზება და გავლენის სფეროების გადანაწილება.

„ის 42 წლის საქართველოს მოქალაქეა, ცხოვრობს საბერძნეთში, სადაც 2014 წელს „ქურდად აკურთხეს". უკრაინის ტერიტორიაზე, ოდესაში იგი 2017 წელს შემოვიდა, შემდეგ დედაქალაქში გადმოვიდა. უკრაინის მოქალაქეობის პასპორტი მასზე 2013 წელს ქალაქ ლუგანსკში გასცეს, რასაც ახლა ვამოწმებთ“, — განაცხადა კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშენკომ.

„გეგა ოზურგეტსკი" უკრაინიდან გააძევეს და სამი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. ამ დროისთვის მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამორთმეული აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0