ტაივანში გადახრილი სასტუმროდან 120 ადამიანი გამოიყვანეს – ძებნა გრძელდება: ვიდეოკადრები

© REUTERS / Tyrone Siuმიწისძვრის შედეგად გადახრილი სასტუმრო ტაივანში
მიწისძვრის შედეგად გადახრილი სასტუმრო ტაივანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ტაივანში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 45 გრადუსით გვერდზე გადახრილი სასტუმროდან მაშველებმა 120 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ტაივანში სამშაბათს მოხდა, რასაც კიდევ მინიმუმ შვიდი ძლიერი აფთერშოკი მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფის დროს დაიღუპა ხუთი და დაშავდა 254 კაცი. კიდევ 88 ადამიანის ბედი გაურკვეველია.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ერთ-ერთ სასტუმროში, რომლის პირველი ოთხი სართული ცალ მხარეს ჩაიშალა და შენობა 45 გრადუსით გადაწვა გვერდზე. ადგილზე 1300 მაშველი იყო მობილიზებული, რომლებიც ფოლადის ბიჯგებით ცდილობდნენ შენობის გამაგრებას, რათა სასტუმროში ჩარჩენილები სამშვიდობოს გამოეყვანათ.

საბოლოოდ, მაშველებმა სასტუმროდან 120 ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა მოახერხეს. ამ დროისათვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ტაივანში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0