იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 420 ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov  / გადასვლა მედიაბანკშიხერხი
ხერხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 2017 წელს 8,5 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან, სატყეო კანონმდებლობის დარღვევის 1,7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი — 138 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, აჭარაში 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში — 44 ფაქტი, გურიაში — 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 15, სამეგრელო–ზემო სვანეთის ტერიტორიაზე — 17 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 19 ფაქტი, შიდა ქართლში — 35, ქვემო ქართლის მასშტაბით — 49, ხოლო სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე — 62 ფაქტი.

მთლიანობაში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 781 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყე.

ხე-ტყის გაჩეხვა - Sputnik საქართველო
ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა: მთავრობის პრაქტიკული ნაბიჯები

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი.

„ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი", — ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, შემდგომი რეაგირებისთვის მასალები შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

2017 წლის დეკემბერში პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხე-ტყის უკანონო გაჩეხვას ომი გამოუცხადა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 2017 წელს 8,5 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან, სატყეო კანონმდებლობის დარღვევის 1,7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0