თბილისის „დინამომ" ტულის „არსენალს" ტესტ-მატჩში მოუგო

© Photo: Courtesy of FC Dinamo Tbilisiთბილისის „დინამოსა" და ტულის „არსენალის" შეხვედრა
თბილისის „დინამოსა და ტულის „არსენალის შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეზონისწინა შეკრების ფარგლებში გამართულ თამაშებში დინამოელებმა ორჯერ გაიმარჯვეს და ორჯერ დამარცხდნენ.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ" ტულის „არსენალი" 1:0 დაამარცხა. ტესტ-მატჩი სეზონისწინა შეკრების ფარგლებში თურქეთის ქალაქ ბელექში გაიმართა.

კახა კაჭარავას გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ, მეორე ტაიმში შეძლო. 62-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა „არსენალის" მცველის შეცდომით ისარგებლა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

თბილისის დინამოელებმა ბელექში შეკრებაზე ორჯერ გაიმარჯვეს და ორჯერ დამარცხდნენ. მათ მოუგეს ასევე ჩეხეთის „სანდეციას", ხოლო დამარცხდნენ უკრაინულ გუნდებთან — „ზარია" და „ვორსკლა".

საქართველოს 2018 წლის სეზონის ეროვნული ლიგის ჩემპიონატი 2 მარტს იწყება. თბილისის „დინამო" პირველ მატჩს 4 მარტს „რუსთავის" წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0