თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი, რომლებსაც თბილისში ტრანსგენდერი ქალების ცემა ედებათ ბრალად, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიების მონაცემებით, ორმა მამაკაცმა უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 ტრანსგენდერ ქალს. ნაცემები არიან მირანდა ფაღავა და გაბრიელა როსკიპოვა.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მირანდა ფაღავას 28 იანვარსაც გაუსწორდნენ. მაშინ სამართალდამცველებმა 32 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.