თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. პარიზის მთავარი ღირსშესანიშაობა ეიფელის კოშკი, უამინდობის გამო, მნახველებისთვის დაიკეტა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მონუმენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაყრდნობით.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:
„მეტეოროლოგიური პირობების გამო ეიფელის კოშკი ამ დროისათვის დაკეტილია. კოშკზე მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვისაც [კოშკზე განთავსებულ] რესტორანში ვახშამი აქვთ დაჯავშნილი“.
საფრანგეთის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა, წვრილად თოვს. სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა ოთხშაბათს შეწყდება.